5 მითი სოციალურ მედია მარკეტინგში

Მოდით ვისაუბროთ საქართველოში გავრცელებულ 5 მითზე სოციალურ მედია მარკეტინგში, რომელიც აზარალებს ჩვენს ბიზნესს.

 

  • Რაც უფრო მეტ პოსტს დავდებთ, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი კომუნიკაცია

 

Პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავებისას, ეს არის მიზნების განსაზღვრა. Მიზანი შეიძლება იყოს: კონკრეტული მესიჯის მიტანა სამიზნე აუდიტორიამდე, საიტზე ტრეფიკის ზრდა, კონვერსიების ზრდა და ა.შ

Მიზნის განსაზღვრის შემდეგ ვადგენთ აუდიტორიის ზომას და მათ ქცევას სოციალურ მედიაში. Ასევე, სასურველია ვიცოდეთ დაახლოებით რა შეიძლება დაგვიჯდეს 1 კონკრეტული შედეგის მიღწევა (ჩართულობა, კონვერსია, საიტზე ვიზიტი და ა.შ)

Ამის შემდეგ ვადგენთ ბიუჯეტს და პოსტების იმ რაოდენობას რაც მოგვცემს საბოლოოდ ეფექტურ შედეგს.

Ამ ყველაფერზეა დამოკიდებული ჩვენი პოსტების რაოდენობაც და ბევრი პოსტის დადება ყოველთვის სასურველ შედეგს არ მოიტანს. Უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში დღეში 1 ან 2 პოსტის დადებამ შეიძლება ტყუილად დაგვახარჯინოს დროც და ბიუჯეტიც.

Ზოგადად, რეკომენდირებულია საშუალოდ თვეში 10-12 სარეკლამო პოსტის დადება. 1 პოსტის სარეკლამო აქტივობა სასურველია არ აჭარბებდეს 4 დღეს. Კარგი იქნება თუ არ გვექნება 2 ან მეტი სარეკლამო პოსტი ჩაშვებული ერთსა და იმავე აუდიტორიაზე ერთსა და იმავე ობჯექთივით. Ამ შემთხვევაში ჩვენი პოსტები კონკურენციაში შევა ერთმანეთთან და რომელიც ნაკლებად ეფექტური იქნება – ის გაძვირდება და დაგვაკარგვინებს თანხას.

 

  • Რაც მეტი ლაიქი გვექნება პოსტზე, მით უფრო გაიზრდება გაყიდვები ან ცნობადობა

 

Როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სტრატეგია იქმნება მიზნებზე დაყრდნობით და ეს მიზნები უნდა იყოს რელევანტური ჩვენს ბიზნესთან.

Პოსტის ლაიქი სრულებით არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენმა აუდიტორიამ მიიღო ჩვენი მესიჯი ან დაამახსოვრდა ჩვენი ბრენდი.

Თუ ლაიქები არ კონვერტირდება პირდაპირ პროპორციულად მომართვიანობაში, საიტზე ვიზიტებში ან კონვერსიაში, მაშინ ის უბრალოდ რიცხვებია და მეტი არაფერი.

Ანუ თუ ლაიქები ბევრი აქვს პოსტს მაგრამ ეს გაყიდვებზე არ ისახება, ესე იგი მინიმუმ კონტენტ სტრატეგია გვაქვს შესაცვლელი.

 

  • Სოციალური მედია მენეჯმენტი შეუძლია ერთმა ადამიანმაც აკეთოს შედეგიანად

 

Გავკადნიერდებით და საწყისშივე გეტყვით, რომ ეს გამორიცხულია.

Აქვე გეტყვით რამდენიმე მიზეზს თუ რატომ?

Ეფექტური და შედეგიანი სოციალური მედია კომინიკაციისთვის საჭიროა პოსტი იყოს ტექსტობრივად გამართული, ვიზუალურად მიმზიდველი და სარეკლამო სტრატეგიაც რელევანტურად შერჩეული. ამისთვის გვჭირდება მინიმუმ 3 პროფესიის შერწყმა: ქოფირაითერი, დიზაინერი და ედვერთაიზერი. Ეს სამი მათგანი ერთმა ადამიანმა შეიტავსოს ეფექტურად, ალბათ დამეთანხმებით, რომ თითქმის შეუძლებელია.

Ასევე, მნიშვნელოვანია სტრატეგიის ფაზა, სადაც ზემოთ აღნიშნული ყველა პროფესიის აზრი და უნარი არის გასათვალისწინებელი და აუცილებელი. Სხვა შემთხვევაში თავიდანვე დავადგებით არაეფექტიან გზას და ჩვენი ფინანსებიც არაპროდუქტიულად იქნება გამოყენებული.

Თუ მოხდა სასწაული და იპოვნეთ ერთი გენიოსი, რომელიც თანაბრად პროფსიონალურად ფლობს მოცემულ უნარებს, დამერწმუნეთ რომ მასთან გრძელვადიანი ან ბიუჯეტური თანამშრომლობა ძალიან გაგიჭირდებათ. 

 

  • Სოციალურ მედია მარკეტინგში ჩადებული თანხა ხარჯია

 

Თქვენ თუ სოციალურ მედია მარკეტინგში ჩადებულ თანხას ხარჯად აღიქვამთ, ის დიდი ალბათობით დარჩება ხარჯად.

Ეს თანხა უნდა აღიქვათ როგორც ინვესტიცია და მიმდინარე პროცესში უნდა აკვირდებოდეთ ამ ინვესტიციის ამონაგებს. Სწორად განსაზღვროთ KPI-ები და გაზომოთ მინიმუმ ყოველი თვის ბოლოს ROI ან ROAS.

Თუ შედეგო სასურველია არ არის ცვლით სტრატეგიას, მანამ სანამ რეალურ შედეგს არ მოგცემთ თქვენი ინვესტიცია. Და როგორც ყველა ინვესტიციას, სოციალურ მედია მარკეტინგსაც აქვს თავისი რისკები. 

  • Ციფრული საკომუნიკაციო სააგენტოს დაქირავება ძვირი სიამოვნებაა

 

Აქაც ვერ დაგეთანხმებით, რადგან როგორც წინა მითში ვისაუბრეთ სოციალურ მედია მარკეტინგში ჩადებული თანხა ინვესტიციაა. Შესაბამისა, საკომუნიკაციო სააგენტოს მოვალეობა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი უკუგება მოგცეთ ამ ინვესტიციისგან.

Შესაბამისად, შეიძლება თავიდან დიდ ხარჯად მოგვეჩვენოს საკომუნიკაციო სააგენტოსთვის გადასახდელი თანხა, თუმცა სტრატეგიის შემუშავებისა და იმპლემენტაციის შემდგომ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს გამართლებული ინვესტიციაა.

 

Სხვა შემთხვევაში ვერც ციფრული საკომუნიკაციო კომპანიები ვიარსებებთ.