Რა არის Facebook (Meta) Pixel და როგორ მუშაობს ის?

Facebook Pixel-ი არის კოდი, რომელსაც ვანთავსებთ ჩვენს საიტზე (ბექში) და მისი მეშვეობით ვქმნით აუდიტორიების ბაზას, რომლებიც ეწვივნენ ჩვენს საიტს.

Პიქსელი მუშაობს შემდეგნაირად – ის იჭერს საიტზე შემოსულ ვიზიტორის cookie-ებს და ქმნის მათ ბაზას. Ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მოგვიანებით მათ ისევ ვაჩვენოთ ჩვენი რეკლამა, ამ პროცესს ვეძახით რემარკეტინგს.

 

Აქვე, რა არის Coockie?

Cookies არის მცირე ზომის ფაილები, რომლებიც შენ მიერ ნანახი ინტერნეტ გვერდის საშუალებით იგზავნება. ის იწერება შენს მყარ დისკზე.

Cookies იმახსოვრებს და გადასცემს ინტერნეტ ბრაუზერს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ტიპის გვერდები გაინტერესებს ინტერნეტ სივრცეში, რა სიხშირით სარგებლობ მათით და რამდენი ხანი იმყოფებოდი კონკრეტულ გვერდზე, ასევე ხარ თუ არა ვებგვერდის რეგისტრირებული მომხმარებელი.

Cookies  არ მოიხმარს შენს პირად მონაცემებს, არ ერევა შენს პირად მიმოწერაში. ის მხოლოდ შენი ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგს ახორციელებს. სწორედ ამის საფუძველზე იქმნება ქსელის მომხმარებლის ანონიმური მომხმარებელი.

 

Პიქსელის საშუალებით შეგვიძლია, არა მხოლოდ უბრალოდ ჩვენს საიტზე შემოსული მომხმარებლების ბაზების შედგენა არამედ უფრო მეტად კომპლექსური და სიღრმისეული აუდიტორიების დახარისხება, მაგალითად:

  • Კონკრეტული გვერდის მნახველები;
  • Კონკრეტული დროის მიხედვით დაყოვნებულები ჩვენს საიტზე;
  • Მათ ვინც კალათაში ჩააგდეს პროდუქტი;
  • Გააკეთეს ჩექაუთი;
  • Დააკლიკეს, რომელიმე საიტზე არსებულ ღილაკს;
  • Და ა.შ

 

Როგორც მიხვდით, პიქსელის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია მაქსიმალური შედეგების დადება სოციალური მედია მარკეტინგის დროს, მით უმეტეს თუ ჩვენი მიზანი საიტიდან გაყიდვების დაფიქსირებაა.

Აუდიტორიების დახარისხების შემდგომ, აუცილებელია მცირე ბრეინშტორმინგი იმაზე, თუ რა ტიპის სარეკლამო მესიჯი ვაჩვენოთ შესაბამის სეგმენტს. Მაგალითად: ვინც ჩექაუთი გააკეთა, მაგრამ შეძენა არ დაუფიქსირებია, მათ შეგვიძლია რაიმე ტიპის ბენეფიტი შევთავაზოთ შესყიდვის სანაცვლოდ. Მათ კი ვინც უბრალოდ საიტს ეწვია და დაათვალიერა, შეხსენებითი ან საიმიჯო ტიპის რეკლამა.