როგორ უნდა მოვარგოთ ბიზნესის მიზანი სოციალურ მედიის მიზანს?

რა თქმა უნდა, გაყიდვების გაზრდა!
ცნობადობის გაზრდა!
პირველ რიგში შემოსავლების ზრდა!

ეს ის პასუხებია, რომლებსაც ყველაზე ხშირად გავიგონებთ ბიზნესის ხელმძღვანელებისგან კითხვაზე: რა არის თქვენი ბიზნესის მიზანი?

ერთი შეხედვით ეს ასეც უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ყველა კომერციული საქმიანობის მიზანი საბოლოო ჯამში შემოსავლებისა და მოგების მიღებაა. თუმცა, ეს ყველაფერი არც ისე მარტივი განსასაზღვრია, როგორც გვეჩვენება.
მიზნის ასეთი განზოგადება განსაკუთრებულად უშლის ხელს შედეგის ეფექტიანობას სოციალურ მედიაში რეკლამირებისას.

მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ?

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ბიზნესის მიზნის კონკრეტიზაცია:
• გაყიდვების გაზრდა VS ამ წლის მესამე კვარტალში უნდა დავაფიქსიროთ შემოსავლების 10%-იანი ზრდა მეორე კვარტალთან შედარებით
• ცნობადობის გაზრდა VS სამიზნე აუდიტორიაში top of mind-ში 1 საფეხურით აწევა
ამის შემდგომ კი ის უნდა მოვარგოთ სოციალური მედიის ობჯექტივებსა და კონტენტს

მაგალითად:
ამ წლის მესამე კვარტალში უნდა დავაფიქსიროთ შემოსავლების 10%-იანი ზრდა მეორე კვარტალთან შედარებით.
ჩემი სამიზნე აუდიტორია დადებითად სენსიტიურია საჩუქრებისა და ფასდაკლებების მიმართ.
ისინი ხშირად ერთვებიან სოციალურ მედიაში დარეკლამებულ კონტენტში, სადაც ფიგურირებს ფასდაკლებები და აქციები.
გადაწყვეტა: Objective – engagement; content – მოკლევადიანი აქციები და ფასდაკლებები.

შევაჯამოთ,
ბიზნეს მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი და რეალური. სოციალურ მიზანთან მორგებისას კი უნდა გავითვალისწინოთ სამიზნე აუდიტორიის ფაქტორი, რათა პირდაპირპროპორციული იყოს სოციალურ მედიაში მიღწეული წარმატება ბიზნესის მიზნის წარმატებასთან.