Როგორ შევქმნათ ბრენდი სოციალურ მედიაში?

Რა გახსენდებათ, როდესაც სიტყვა ბრენდი გესმით?

Ზოგიერთს შეიძლება რომელიმე კონკრეტული ბრენდი გაგახსენდეთ, ზოგს რაიმე ემოცია ან საერთოდ სიტყვა პრემიუმი წარმოგიდგეთ თვალწინ.

მე როდესაც ბავშვი ვიყავი და სიტყვა ბრენდი მესმოდა, ვფიქრობდი რომ რაიმე მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტზე იყო საუბარი ან ისეთზე რისი ქონაც უფრო მაგარ ტიპად წარმოგაჩენდა. Ნუ დიდად შორს არ ვიყავი რეალობისგან.

Საერთოდ რაში გვჭირდება, რომ ჩვენს კომპანიას ჰქონდეს ძლიერი ბრენდი?

Ზოგადად რთულია ერთ წინადადებაში ბრენდის განმარტებისა თუ არსის მოქცევა. თუმცა Როგორც დეივიდ ოგილვი ამბობდა: ბრენდი, ეს არის პროდუქტის ღირებულებაში არსებული არამატერიალური ნამატი.

Ანუ რაც უფრო ძლიერ ბრენდს ვქმნით, მით მეტი შემოსავლისა თუ მოგების მიღებას შევძლებთ გრძელვადიან პერიოდში. Დამეთანხმებით, რომ ამ მიზნისთვის გვერდის ავლა, სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავებისას, დიდი შეცდომა იქნებოდა.

თავი მოვუყარეთ ჩვენი თუ სხვა პროფესიონალი ციფრული მარკეტერების აზრებს, თუ როგორ უნდა შევქმნათ ძლიერი ბრენდი სოციალურ მედიაში და იმედი გვაქვს, რომ სასარგებლო იქნება თქვენი საქმინობისთვის.

Მაშ ასე, წარმოგიდგენთ 4 დებულებას თუ როგორ უნდა შევქმნათ ძლიერი ბრენდი სოციალურ მედიაში

 

1. Გაიაზრეთ თუ რა სურს და რა აფიქრებს თქვენს აუდიტორიას

Კომპანიების უმეტესობა თვალდახუჭული გაგცემთ პასუხს თუ რას აკეთებენ ან როგორ აკეთებენ, თუმცა მცირე მათგანი თუ შეძლებს პასუხს კითხვაზე “რატომ?”

“Რატომ” არის ის, რაც ხდის თქვენს კომპანიას მიმზიდველს სხვა კომპანიებთან მიმართებაში. “Რატომ” არის ბრენდის განმასხვავებელი ფაქტორი.

Რატომ არსებობს თქვენი ბრენდი და რატომ ქმნიდით მას.

Მეტად გასაგები რომ იყოს ვნახოთ დიდი ბრენდების მაგალითები:

Მოუსმინეთ თქვენს მომხმარებლებს და დაინახეთ ის რასაც ვერ ხედავენ სხვები. Იგრძენით ის წერტილი, რატომაც გირჩევენ თქვენ. Რატომ სურთ, რომ თქვენი ბრენდი არსებობდეს.

 

2. Იპოვნეთ თქვენი ბიზნესის ტექნიკური, ფუნქციური და ემოციური ბენეფიტები

Მას შემდეგ რაც იპოვნით “რატომ”-ს, დაიწყეთ ფიქრი იმაზე თუ რა დამატებითი ბენეფიტები გააჩნია თქვენს ბიზნესს.

Ამის უკეთ საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ბრენდის პირამიდის მაგალითს

 

 

Ტექნიკური ბენეფიტები

Განსაზღვრეთ კონკრეტულად რას აკეთებს თქვენი კომპანია. Რა სარგებელს აძლევს თქვენი ბიზნესი მომხმარებელს? Რა არის თქვენი ბიზნეს მოდელი? Რას სთავაზობთ ბაზარს?

Მაგალითად, ჩვენი (inflow) ტექნიკური ბენეფიტი არის ისეთი ციფრული მარკეტინგის სერვისების მოწოდება, რომელიც ზრდის თქვენი კომპანიის შემოსავალსა თუ მოგებას.

ფუნქციური ბენეფიტები

Ფუნქციური ბენეფიტი არის ის, რასაც მომხმარებელი იღებს თქვენი პროდუქტის/სერვისის შეძენით. Როგორ აუმჯობესებს ჩვენი პროდუქტი მომხმარებლის ცხოვრებას და რა პრობლემას უწყვეტს მას. 

მაგალითად , ჩვენი ფუნქციური ბენეფიტი არის თქვენი დროისა და რესურსის დაზოგვა ციფრული მარკეტინგული კომუნიკაციის წარმოებისას.

Ემოციური ბენეფიტები

Ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, რა ემოციებს აღძრავს მომხმარებელში. 

Მაგალითად, ნაიკი ცდილობს რომ მისმა პროდუქციამ თავი ნამდვილ ათლეტად გაგრძნობინოთ. 

Ჩვენი ემოციური ბენეფიტი კი არის ის, რომ თავი იგრძნოთ სტაბილურად და ამავდროულად განვითარებაზე ორიენტირებულად ჩვენთან თანამშრომლობისას.

Ნებისმიერი ტიპის ემოცია, რომელსაც იწვევს თქვენი პროდუქტი თუ უბრალოდ სოციალურ ქსელში დადებული პოსტი, არის ემოციური ბენეფიტი.

 

3. Გამოიყენეთ ბრენდის თაგლაინები და მოკლე მესიჯები

Just Do It, Think Different, I’m Lovin’ It…

Ორი ან სამ სიტყვიანი წინადადება რომელიც გამოხატავს თქვენს ბრენდს. Ეს შეიძლება იყოს მოწოდება, დანაპირები ან ფილოსოფია რომელსაც თქვენი კომპანია ატარებს. Მოცემული თაგ ლაინებით მარტივად ეუბნებით მომხმარებელს ვინ ხართ და რა გამოძრავებთ.

Საუკეთესო გზა თაგ ლაინის მოფიქრების არის გაიაზროთ თქვენი ბრენდის არსი და მის მიხედვით ჩამოწეროთ სხვადასხვა ვარიანტები. Მოაწყოთ ე.წ Brainstorming.

Ზოგადად კარგი იქნება თუ იფიქრებთ თქვენი კომპანიის შიდა სამზარეულოს ფარგლებს გარეთ. Გაიაზრებთ რა სურს ან რა აწუხებს თქვენს მომხმარებელს. Რა მოწოდებამ შეიძლება მოახდინოს მათზე ემოციური შთაბეჭდილება.

Პოსტის მესიჯის ფიქრისას ეცადეთ სათქმელი თქვათ ლაკონურად და მარტივად. Ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს. Არ არის აუცილებელი დიდი ტექსტების წერა და პროდუქტის თუ სერვისის ყველა უპირატესობაზე საუბარი. Წამოწიეთ წინა პლანზე ერთი მათგანი და ის გადმოეცით 1 მარტივი წინადადებით.

 

4. Დარწმუნდით, რომ თქვენი ბიზნესი ცხოვრობს და სუნთქავს ბრენდით

Სოციალურ მედიაში არსებული კომუნიკაცია უნდა იყოს აბსოლუტურად თავსებადი თქვენს ბიზნეს პროცესებთან. Დიდი პრობლემაა, როდესაც მომხმარებელს ერთ მესიჯს ვაწვდით და რეალურად კი, ბიზნესთან შეხებისას, სხვა სიტუაცია ხვდება.

Მაგალითად, ნაიკი ამბობს რომ მისი მისიაა მისცეს ინსპირაცია და შექმნას ინოვაცია ათლეტებისთვის. ასევე, ყველა მომხმარებელს ისინი აღიქვამენ ათლეტებად და არა უბრალო მყიდველებად.

Საქმე იმაშია, რომ ნაიკი არა მხოლოდ ამბობს ამას, არამედ ცხოვრობს ამით.

Ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც თავს ათლეტად გაგრძნობინებს და ამას ითვალისწინებენ ყველა დეტალში.

Შეჯამება: ყველა შეხების წერტილი მომხმარებელთან უნდა იყოს იმაზე მომართული, რომ აგრძნობინოთ თქვენი ბრენდის არსი, თუ ვინ ხართ თქვენ და რატომ აკეთებთ ამას. 

Და მაინც, როგორი ემოცია გსურთ რომ ჰქონდეს თქვენს მომხმარებელს თქვენი ბრენდის მიმართ?