როგორ გავაიაფოთ რეკლამის ღირებულება სოციალურ მედიაში?

ნებისმიერი სოციალური მედია პლატფორმის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს მომხმარებელი თავის სივრცეში. ამ სქემას წარმატებულად იყენებს საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook.

შესაბამისად, Facebook ალგორითმიც ისე მუშაობს, რომ მომხმარებელს news feed-ზე უჩანდეს ისეთი სიახლეები, რომლებიც მისთვის საინტერესოა. მომხმარებლისთვის მეგობრების თუ ოჯახის წევრების მიერ განთავსებული კონტენტი უფრო საინტერესოა, ვიდრე სარეკლამო. ამიტომ, სარეკლამო ადგილი news feed-ზე წლიდან წლამდე იზღუდება.

ამ ყველაფერს ემატება მოთხოვნის ზრდა რეკლამაზე, რაც საგრძნობლად ამძაფრებს კონკურენციას. ციფრული მედია სარეკლამო განთავსებისას ძირითადად აუქციონის პრინციპით მუშაობს, ანუ რაც უფრო საინტერესო კონტენტს სთავაზობ მომხმარებელს და რაც უფრო მეტს იხდი, მით უფრო მეტია შანსი მიწვდე სამიზნე აუდიტორიას.

აქედან გამომდინარე, კითხვა: „როგორ გავაიაფოთ რეკლამა?“, შეგვიძლია შევცვალოთ რელევანტური კითხვით: „რით დავაინტერესოთ მომხმარებელი?“

რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
1. გავიგოთ რა აინტერესებს ჩვენს აუდიტორიას, რა არის მთავარი ინსაითი და რაზე საუბრობენ ისინი?
2. დავხვეწოთ კონტენტი როგორც ტექსტობრივად, ასევე ვიზუალურად. გავხადოთ რელევანტური სამიზნე აუდიტორიის ინტერესებთან
3. გამოვიყენოთ რემარკეტინგ საშუალებები

ერთი შეხედვით მარტივი სამკომპონენტიანი წესია, თუმცა იდელურობის მისაღწევად საჭიროა ყოველდღე მუშაობა, დაკვირვება, დატესტვა და კრეატიულად ფიქრი.