100-ჯერ გაზომე ერთხელ დაარეკლამე

შესაძლოა ითქვას, რომ ბავშვობაში ნასწავლი ანდაზა „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, ყველაზე კარგად ციფრულ მარკეტინგს ესადაგება.

რატომ?

მეტი ხილვადობისთვის ჩამოვწეროთ რამდენიმე მიზეზი:
1. ციფრულ მარკეტინგში დაახლოებითი მოსალოდნელი შედეგის გაზომვა სხვა სარეკლამო არხებთან შედარებით მარტივია
2. მას გააჩნია ამოუწურავი შესაძლებლობები და წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა მიგნებებზე. ასე, რომ თუ არ გავზომეთ ვერც გავიგებთ მივაგენით თუ არა ევრიკას
3. ერთი შეხედვით წარმატებული კამპანია შესაძლოა ბიზნესისთვის უშედეგო იყოს და ამას ვერ ვხედავდეთ წინასწარი გაზომვების გარეშე

გაზომე, ანუ დაფიქრდი და გაანალიზე
რა უნდა გავზომოთ?
რაზე უნდა დავფიქრდეთ?

ციფრულ მარკეტინგში აქტივობების დასაწყებად აუცილებელია გავითვალისწინოთ:
1. ციფრულ მარკეტინგში არსებული მიზნები რამდენად მოდის თანხვედრაში ბიზნეს მიზნებთან;
2. ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია? რა დემოგრაფიული მახასიათებლები გააჩნიათ? რა სტილით ცხოვრობენ? რითი ერთობიან? და მრავალი სხვა დეტალი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოვებს ჩვენს აუდიტორიასთან
3. რამდენად რელევანტურია ჩვენი კონტენტი ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის
4. როგორ ვზომავთ ჩვენს შედეგებს და რა არის ჩვენი KPI

ასე, რომ ციფრულ სივრცეში აქტივობის დაწყებამდე და პროცესშიც, მთავარია: გავზომოთ, დავფიქრდეთ, დავგეგმოთ, დავტესტოთ, შევადაროთ და შემდეგ გავჭრათ.