გადაიხადე მხოლოდ შედეგში

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ლამაზ ბანერებსა თუ გულში ჩამწვდომ ვიდეო რეკლამებზე, ნებისმიერი ბიზნესისთვის მთავარი მაინც გაყიდვები და შემოსავალია.

გაყიდვამდე მისასვლელი გზა კი სხვადასხვა შედეგებზე გადის.

მაგალითად, მომხმარებლის მიერ:

  • დარეკვა
  • მესენჯერში მოწერა
  • ინფორმაციის დატოვება
  • საიტზე გადმოსვლა
  • კალათაში პროდუქტის დამატება და ა.შ

გაგვიმართლა და ციფრულ სარეკლამო სამყაროში ამ შედეგების დაფიქსირება ბევრად მარტივი და რეალურია ვიდრე სხვა არხებში (მაგალითად რადიოში ან ტელევიზიაში).

სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ციფრული საკომუნიკაციო სააგენტო Inflow ბიზნესებს სთავაზობს ინოვაციურ სერვისს: გადაიხადე მხოლოდ შედეგში.

რას გულისხმობს ეს სერვისი?

ამ სერვისის ქვეშ კომპანია სააგენტოს (ანუ Inflow-ს) მომსახურებაში თანხას უხდის მხოლოდ დადებული შედეგის მიხედვით.

უფრო ნათელი რომ გახდეს ეს შემოთავაზება, მოვიყვანოთ მაგალითი:

X კომპანიას აქვს ონლაინ მაღაზია და ყიდის სხვადასხვა ნივთებს იკომერსის საშუალებით. მათი მთავარი მიზანი არის საიტზე გაყიდვის დაფიქსირება (კონვერსია). ჩვენ X კომპანიას ვთავაზობთ, რომ ჩვენს სერვისში თანხა გადაიხადოს მხოლოდ დაფიქსირებული გაყიდვების მიხედვით. ჩვენი სპეციალისტები ადგენენ 1 კონვერსიის (ანუ გაყიდვის დაფიქსირების) ღირებულებას და მას სთავაზობენ X კომპანიას.

თუ X კომპანია თანახმაა პირობაზე, მაშინ ჩვენი გუნდი იწყებს მუშაობას სტრატეგიაზე, თუ როგორ დავაფიქსიროთ რაც შეიძლება მეტი გაყიდვა.

ასე, რომ საბოლოო ჯამში დამკვეთს არ უწევს ხარჯის ფიქსირებული გამოყოფა და ასევე ყავს გუნდი რომლის მთავარი მოტივაცია არის მისი პროდუქციის გაყიდვა.

საკომუნიკაციო/გაყიდვის არხები:

  • facebook and Instagram
  • Google ads
  • Youtube
  • Linkedin
  • Email

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 598 65 50 64