ესთეტიკური ცენტრი MM

სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი თბილისში

რეზიუმე

ევროპული ხარისხი

ესთეტიკური კლინიკა MM უკვე 10 წელია რაც პაციენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისსა და პროდუქტს. პროდუქტების ძირითადი ასორტიმენტი წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, ცენტრის კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები ხშირად დადიან ტრენინგებზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. აქედან, გამომდინარე შევიმუშავეთ საკომუნიკაციო კამპანია რომლის მიზანია ცენტრის პოზიციონირების გამყარება, როგორც ევროპული ხარისხის მატარებლის

მიზანი და სტრატეგია

სტრატეგიის განხორციელებისას თითოეულ დეტალში უნდა იგრძნობოდეს მთავარი მიზანი

რეზიუმედან გამომდინარე, დავისახეთ სტრატეგია, რომლის თანახმადაც თითოეული კონტენტი უნდა ყოფილიყო “ევროპული ხარისხის” მესიჯის მატარებელი. შედეგმაც არ დააყოვნა და საგრძნობლად იმატა სოც. ქსელებში პაციენტების ჩართულობის რაოდენობამ, მომართვიანობამ და ცენტრში ვიზიტორებმა.